კლუბი 24
კლუბი 24
კლუბი24 მდებარეობს ყოფილ კერძო რეზიდენციაში, ავლაბარში - ქალაქის ისტორიულ უბანში, საიდანაც შესანიშნავი ხედი იშლება ძველ თბილისზე.
კლუბი გთავაზობთ სწრაფ და მაღალი კლასის მომსახურებას სხვადასხვა სახის ღონისძიების ორგანიზებისთვის. პროფესიონალებით დაკომპლექტებული მომსახურე პერსონალი დაგეხმარებათ საქმიანი შეხვედრების და წვეულებების ორგანიზებაში - იქნება ეს პრეზენტაციები, სემინარები, მიღებები, ბიზნეს სადილები თუ უბრალოდ მეგობრებისთვის მოწყობილი წვეულება.
აქვე ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ეწვიოთ კლუბი24-ის რესტორანს და ბარს. რესტორანში შეგიძლიათ ისიამოვნოთ მაღალი კლასის კულინარიით, ასევე შეგიძლიათ დააგემოვნოთ სხვადასხვა სახის ცივი და ცხელი კერძები, მოიწვიოთ ბიზნეს პარტნიორები ბრანჩზე, ან ისიამოვნოთ სადილზე და ვახშამზე მეგობრებთან ერთად. კლუბის ღვინის სარდაფი გთავაზობთ ქართული ღვინის ფართო არჩევანს. პატივი გვაქვს მოგიწვიოთ სიგარების დარბაზში, რომელსაც თბილისში ანალოგი არ მოეპოვება. აქვე შეგიძლიათ დაჯავშნოთ თქვენი პერსონალური ჰუმიდორი სიგარების შესანახად.

